Tuesday, September 29, 2009

ჩამოსხდებიან დაიდგავენ პატარა ტაბლას.
ჩამორიგდება ყანწები და თეთრი სურები.
ისაუბრებენ უფრო წყნარად, უფრო ხმადაბლა;
უიარაღო და უაბჯრო ბრგე ხევსურები.
შემოივლიან საქართველოს მთა ბარს ერთიანს,
სძულთ გულღრძო კაცი სხვისა ნიღაბს შეფარებული.
ყველა ხევსური მიწიერი მამაღმერთია;
დაბადებიდან სამშობლოზე შეყვარებული!"